Thursday, July 14, 2011


1.პროექტის სახელწოდება:სამეგრელო–ზემო სვანეთის ბუნებრივი ძეგლები და ისტორიულ–კულტურული ღირშესანიშნაობანი

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:მოსწავლეებმა მოახდინონ თავიანთი რეგიონის ბუნებრივი ძეგლების და ისტორიულ–კულტურული ღირშესანიშნაობების სრულყოფილად  გაცნობა და შესწავლა .

3.პროექტის აქტუალობა:დავაინტერესოთ მოსწავლეები თავიანთი რეგიონის შესწავლაში. განუვითაროთ მოსწავლეებს კვლევა–ძიების უნარი,ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი,თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.
მხარის ბუნებრივი ძეგლების და ისტორიულ–კულტურული ღირშესანიშნაობის შესწავლის შემდეგ საზოგადოებისთვის  გაცნობა და დაინტერესება,რათა მოხდეს ამ მხარის ტურისტული განვითარება.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა შეისწავლონ რეგიონის კულტურული ღირშესანიშნაობები,ისტორიული ძეგლები,მათი წარმოშობის ისტორია, ბუნებრივი ძეგლები, დაადგინონ მხარის ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალი და მათი გამოყენების შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული განვითარების საქმეში.
 
5.მონაწილეთა ასაკი:13–15 წლის
.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს თითოეული ისტორიულ–კულტურული ღირშესანიშნაობის,ბუნებრივი ძეგლების შესახებ.გადაუღებენ ფოტო სურათებს,გააკეთებენ ვიდეო კოლაჟს,ფოტო ალბომს და სტენდს,სადაც დაინტერესებულ პირთათვის იქნება მნიშვნოლოვანი ინფორმაცია და სურათები ნაჩვენები.მოაწყობენ თემის პრეზენტაციას ისტ.გამოყენებით ფართო აუდიტორიის: მასწავლებლების,მშობლების,მოსწავლეების და ა.შ.წინაშე
.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მასწავლებელი, მოსწავლეები, სახელმღვანელო,ფოტოაპარატი,სტენდი,ვიდეო კამერა, კომპიუტერი, ინტერნეტი, სამარშრუტო ტაქსი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):VIII-IXკლასელებისგან 3 ჯგუფის შექმნა.თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს და მითითებებს,გავუწევ მათ დახმარებას თუ რა უნდა შეასრულონ.ჯგუფის წევრებს შორის მოხდება სამუშაოს გადანაწილება
   I   ჯგუფი–სამეგრელო/ზემო სვანეთის ბუნებრივი ძეგლების აღწერა და შესწავლა.
   II  ჯგუფი–სამეგრელო/ზემო სვანეთის ისტორიულ–კულტურული ღირშესანიშნაობების შესწავლა.
.  III ჯგუფი–სამეგრელო/ზემო სვანეთის ტურისტულ–რეკრეაციული პოტენციალის გამოკვლევა.
  დროის გასვლის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად შევაჯამებ მოპოვებულ ინფორმაციას,
წავიყვან ექსკურსიაზე,რათა თვალნათლად დაინახონ, დაამახსოვრდეთ და გადასცენ დაინტერესებულ პირებს მათ მიერ შესწავლილი და აღწერილი ინფორმაცია.შემდეგ სკოლაში მოაწყონ პრეზენტაცია.





10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია–გეოგრაფიასთან კავშირი.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნატრული თედორაძე.

12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:n.tedoradze1970@gmail.com

13 პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ntedoradze.blogspot.com